Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში საქართველოსთან ომში გამარჯვების და დამოუკიდებლობიდან მე-17 წლისთავს აღნიშნავენ


ოკუპირებულ აფხაზეთში აღნიშნავენ საქართველოსთან ომში გამარჯვების და დამოუკიდებლობიდან მე-17 წლისთავს. ადგილობრივ მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა, რომელმაც საქართველო მტრად, ბარბაროსად და ოკუპანტად მოიხსენია. ბაღაფშის განცხადებით, აფხაზმა ხალხმა ტოტალური განადგურების საფრთხეს წინააღმდეგობა ღირსეულად გაუწია და სახელმწიფოს აღდგენის რთულ წლებს და იზოლაციასაც ღირსეულად გაუძლო. დე ფაქტო პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ერთიანობა აფხაზ ხალხს არანაკლებად რთულ, მშვიდობიან ცხოვრებასა და ქვეყნის აღორძინებაშიც დაეხმარება.
XS
SM
MD
LG