Accessibility links

პაკისტანმა ნატოსთვის სასიცოცხლო გზა გადაკეტა


პაკისტანმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება, ჩაეკეტა სასიცოცხლო მნიშვნელობის გზა, რომლითაც ავღანეთში განლაგებული ნატოსა და შეერთებული შტატების ჯარების მომარაგება ხდება. ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ნატო შვეულმფრენის იერიში პაკისტანის ტერიტორიაზე, რის შედეგადაც სამი პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ისლამაბადის თანახმად, ტურჰამის სასაზღვრო რაიონის ხელმძღვანელობას მიეცა განკარგულება ინცინდენტის გამოძიებამდე დაბლოკოს საერთაშორისო სამხედრო ძალებისათვის განკუთვნილი ტვირთების მოძრაობა პაკისტანის ტერიტორიის გავლით. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინცინდენტი ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის ზემო ორაყზაის რაიონში მოხდა. საავიაციო იერიში, სავარაუდოდ, შეცდომის შედეგად პაკისტანის არმიის ბლოკ-საგუშაგოზე განხორციელდა. ნატოს სარდლობამ განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ გამოიძიებს იცინდენტს.
XS
SM
MD
LG