Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთმა კორეამ კიმ ჩენ უნის პირველი ოფიციალური ფოტო გამოაქვეყნა


ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერის სავარაუდო მემკვიდრის და უმცროსი შვილის, კიმ ჩენ უნის ოფიციალური ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე კიმ ჩენ უნი ქვეყნის სხვა ლიდერებთან ერთად, ცოტა ხნის წინ გამართულ მშრომელთა პარტიის კონფერენციის დროსაა აღბეჭდილი. ფოტოს გამოქვეყნებამდე, კიმ ირ სენმა, ქვეყნის ამჟამინდელმა ლიდერმა მისი უმცროსი შვილი არმიის გენერლად და პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად დანიშნა. კიმ ჩენ უნი 27 წლისაა. სავარაუდოდ, სწორედ მას ამზადებს პოლიტიკურ მემკვიდრედ ჩრდილოეთი კორეის ამჟამინდელი ლიდერი, რომელიც მძიმედ არის ავად.
XS
SM
MD
LG