Accessibility links

logo-print

ირაკლი ოქრუაშვილი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნის


ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და ამჟამად “მოძრაობა ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა მის მიერ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ გავრცლებული ინფორმაცია დაადასტურა. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ -ან სატელეფონო კომენტარში ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაზე ჟენევაში ცოტა ხნის წინ კონსუტაციები გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალ ზეპარტიულ, როგორც ოქრუაშვილმა უწოდა, გაერთიანებაში შესაძლოა შევიდნენ ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, "დაიცავი საქართველსო ლიდერი" ლევან გაჩეჩილაძე და საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, ეროსი კიწმარიშვილი. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 2007 წლის 27 სექტემბერს მის მიერ შექმნილი პარტიის - ”ერთიანი საქართველოსთვის” ოფისში დააკავეს. ექს-მინისტრს თანამდებობის ბოროტად გამოყენება და ფულის გამოძალვაში დასდეს ბრალი. ამჟამად იგი პარიზში, პოლიტიკური დევნილის სტატუსით იმყოფება.
XS
SM
MD
LG