Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმკვლელმა ყანდაარში ნატოს ბადრაგზე სცადა თავდასხმა


ავღანეთის ქალაქ ყანდაარის სამხრეთით თვითმკვლელი მძღოლის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად რამდენიმე ავღანელი დაიღუპა და დაიჭრა. ავღანეთის პოლიციის ინფორმაციით, დანაღმული მანქანის მძღოლი ცდილობდა დაჯახებოდა შემთხვევის ადგილზე მოძრავ ნატოს ძალების ბადრაგს. თავდასხმა ადგილობრივ ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით სამი ავღანელი დაიღუპა. დაიჭრა 12 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც. კოალიციის სამხედრო მოსამსახურეთა შორის მსხვერპლის თაობაზე ინფორმაცია არ არსებობს.
XS
SM
MD
LG