Accessibility links

logo-print

ფირმა "კონგარის" ხელმძღვანელი ნუკრი კიღურაძე დააკავეს


კონტროლის პალატის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოწმების შედეგად ფირმა "კონგარის" ხელმძღვანელი ნუკრი კიღურაძე დააკავეს. გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა ”კონგარმა” ვალდებულებები არ შეასრულა და 61 ათასი ლარი მიითვისა. შარშან ჩატარებული ტენდერი მიზნად ისახავდა პოპულარული ენით საბიუჯეტო პროცესების ამსახველი ბროშურების მომზადებას. კონტროლის პალატის დასკვნით, ამავე ტენდერის გამო არაეკონომიურად და არამიზნობრივად დაიხარჯა 322 ათასი ლარი. ჯერჯერობით უცნობია, დაეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა თავად ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებსა და სატენდერო კომისიის სხვა წევრებს.
XS
SM
MD
LG