Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკვადორში პოლიცია და სამხედროები გაიფიცნენ


ჯარისკაცები და პოლიცია ეკვადორში გაიფიცნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაიკავეს მთავარი აეროპორტი დედაქალაქ კიტოში და სხვა ქალაქებში, გადაკეტეს რკინიგზის ხაზები. უშიშროების ძალები პროტესტს უცხადებენ ახალ კანონს, რომელიც პოლიციას და არმიას შემოსავალს უმცირებს. კიტოდან იუწყებიან, რომ გაფიცულებმა დაიკავეს ეროვნული ასამბლეის შენობა. პოლიციის ნაკლებობის გამო გავრცელდა ცნობები ძარცვის შესახებ. ეკვადორის პრეზიდენტი რაფაელ კორეა შეეცადა გაფიცული პოლიციელებისთვის მიემართა, მაგრამ ის ხმაურით ჩაახშეს და წყალი მიასხეს, როცა ცდილობდა ელაპარაკა. კორეამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ის გააგრძელებს რეფორმებს და საპროტესტო გამოსვლას „ღალატი“ და „გადატრიალების მცდელობა“ უწოდა. კიტოს გაზეთი „ლა ორა“ იუწყება, რომ არმიის მეთაურმა ლუის გონსალესმა პრეზიდენტს სამხედროთა მხარდაჭერა გამოუცხადა. პერუმ ეკვადორთან საზღვრები გადაკეტა კირიზისის გამო. ბრაზილიამ განაცხადა, რომ სრულად ემხრობა კორეას.
XS
SM
MD
LG