Accessibility links

logo-print

ნატოს ცნობით, საჰაერო თავდასხმისას ავღანეთში ოთხი სამოქალაქო პირი დაიხოცა


ნატოს მეთაურობით მოქმედმა საერთაშორისო ჯარმა განაცხადა, რომ დღეს ნატოს ჯარის საჰაერო თავდასხმისას ოთხი ავღანელი სამოქალაქო პირი დაიხოცა ღაზნის პროვინციაში, ქაბულის სამხრეთში. განცხადებით, ავღანეთის და საერთაშორისო ჯარის სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს მეამბოხეებმა, რასაც მათზე საჰაერო იერიში მოჰყვა, რის დროსაც, შემთხვევით მეომართა ნაცვლად მსხვერპლი სამოქალაქო პირები აღმოჩნდნენ . ნატომ განაცხადა დღესვე, რომ მისი სამი სამხედრო დაიღუპა, რის შემდეგად დღეს დახოცილ მის სამხედროთა რიცხი ხუთამდე გაიზარდა.
XS
SM
MD
LG