Accessibility links

ჰილარი კლინტონი სენატს მოუწოდებს დაამტკიცოს რუსეთთან დადებული ხელშეკრულება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კოლინტონმა მოუწოდა ამერიკის სენატს რატიფიცირება გაუკეთოს რუსეთთან დადებულ ახალ ხელშეკრულებას - „სტარტს“- წლის ბოლომდე, სანამ საკანონმდებლო ორგანოს ვადა გაუვიდოდეს. ამ ეტაპზე კონგრესს არდადეგები აქვს, რათა კანონმდებლებმა საარჩევნო კომპანიას მოახმარონ დრო. არჩევნები 2 ნოემბერს გაიმართება. არჩევნების შემდეგ, კონგრესი განაგრძობს მუშაობას მცირე ხნით, რომელსაც „კოჭლი იხვის სესიას“ უწოდებენ ხოლმე, რადგან მის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ კანონმდებლები, რომლებიც აღარ აირჩიეს, მაგრამ სანამ ახალი კონგრესი დადებდეს ფიცს, გაისად იანვარში, თავის მოვალეობას ასრულებენ. პრეზიდენტ ობამას დემოკრატიული პარტია ხელშეკრულებას ემხრობა და ამ ეტაპზე კენჭისყრა მათ სასარგებლოდ გადაწყდებოდა, რადგან პარტიას ჯერჯერობით უმრავლესობა აქვს კონგრესში. მიმომხილველები მოელიან, რომ არჩევნების შედეგად დემოკრატები კონგრესში ადგილებს დაკარგავენ. ზოგიერთმა რესპუბლიკელმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ახალი ხელშეკრულება, რომელიც ბირთვული ქობინების შემცირებას გულისხმობს, სახელმწიფო უსაფრთხოებას შესასუსტებს.
XS
SM
MD
LG