Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკვადორი: გადატრიალება ჩაიშალა, პოლიციის შეფი გადადგა


ეკვადორში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გადადგა პოლიციის უფროსი ფრედი მარტინესი. ხუთშაბათს ეკვადორის პოლიციის ქვედანაყოფები აჯანყდნენ. ისინი ხელფასების შემცირებას აპროტესტებდნენ. ამბოხებულებმა დაიკავეს აეროპორტი და დედაქალაქისა და კიდევ ორი ქალაქის მნიშვნელოვანი ობიექტები. ეკვადორის პრეზიდენტი რაფაელ კორეა შეეცადა მოლაპარაკება გაემართა პოლიციელებთან, თუმცა, მას ცრემლსადენი გაზით შეხვდნენ. კორეა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, კორეა მისმა ერთგულმა სპეცდანიშნულების რაზმმა გაათავისუფლა და პრეზიდენტის სასახლეში დააბრუნა. კორეამ სასახლის აივნიდან მიმართა ხალხს და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. ეკვადორში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული.
XS
SM
MD
LG