Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ცეცხლი გაუხსნეს ნატოსთვის განკუთვნილ ბენზინმზიდებს


პაკისტანის სამხრეთში მდებარე ქალაქ შიკარპურში ცეცხლი გაუხსნეს რამდენიმე ათეულ გაჩერებულ ბენზინმზიდს, რომელიც ავღანეთში ნატოს ძალებისთვის იყო განკუთვნილი. სამართალდამცავების ცნობით, თავდასხმა ხუთშაბათს, გვიან ღამით მოხდა. ავტო-ცისტერნები ტერმინალთან იყო გაჩერებული, როცა მათ ცეცხლი გაუხსნეს. მძღოლებმა მოასწრეს ცეცხლმოკიდებული მანქანების დატოვება. მსხვერპლი არ არის. შეგახსენებთ, რომ გუშინ პაკისტანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაიკეტა მთავარი სასაზღვრო პუნქტი, საიდანაც ნატოს ძალებისთვის საჭირო ტვირთი ავღანეთში გადაჰქონდათ. ეს გადაწყვეტილება ნატოს ძალების მიერ საჰაერო თავდასხმისას სამი პაკისტანელი ჯარისკაცის მოკვლას მოჰყვა.
XS
SM
MD
LG