Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო ირანთან თანამშრომლობის გამო ევროპის კომპანიების საქმიანობის გამოძიება


აშშ აცხადებს, რომ ევროპის ოთხი მსხვილი ნავთობკომპანია თანახმაა შეწყვიტოს საქმიანი ურთიერთობა ირანთან, რათა თავიდან აიცილოს აშშ-ის სანქციები. ამ კომპანიებს შორისაა საფრანგეთის "ტოტალი", ნორვეგიის "სტატოილი", იტალიის "ენი" და "როიალ დაჩ შელი". აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯეიმს სტაინბერგმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ვაშინგტონი ზოგიერთი მსხვილი ენერგოკომპანიის საკითხს და თუ ისინი ირანთან საქმიან ურთიერთობას არ შეწყვეტენ, აშშ მათ სანქციებს დაუწესებს. სტაინბერგს არ დაუსახელებია ეს კომპანიები: "ბირთვული იარაღის ფლობის შემთხვევაში, ირანი დიდ ხიფათს შეუქმნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მსოფლიოს იმ ნაწილში, რომელიც ჩვენი ინტერესებისთვის და მსოფლიო ეკონომიკის სიჯანსაღისთვის უმნიშვნელოვანესია. გვჯერა, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობამ კოლექტიურად უნდა შეწყვიტოს ირანთან ჩვეული ბიზნესურთიერთობა. თუმცა, ზოგიერთ საერთაშორისო ნავთობკომპანიას ჯერ არ გადაუწყვეტია ირანის ნავთობსექტორში მუშაობის შეწყვეტა. ამიტომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი იწყებს ამ კომპანიების საქმიანობის გამოძიებას", განაცხადა სტაინბერგმა.
XS
SM
MD
LG