Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 4 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა


ავღანეთში კიდევ 4 ქართველი სამხედრო დაიღუპა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დავალების შესრულებისას ნაღმზე აფეთქდნენ პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე და კაპრალები გიორგი კოლხიტაშვილი და ნუგზარ კალანდაძე. ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო, მწუხარება გამოთქვა ნატოს გენერალურმა მდივნმა. ანდრეს ფოგ რასმუსენმა დაღუპულთა ოჯახებს და ქართველ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა. სექტემბრის დასაწყისში, ავღანეთში ნაღმის აფეთქების შედეგად, დაიღუპა 31–ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანიც.

XS
SM
MD
LG