Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საკონსტიტუციო სასამარლომ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ძალაუფლება გააძლიერა


უკრაინის საკონტიტუციო სასამარლომ გააუქმა 2004 წელს მიღებული კანონი, რომელიც პარლამენტს უფლებამოსილებას ანიჭებდა, დაემტკიცებინა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი პრემიერ-მინისტრი და კაბინეტი. ახლა, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს შეუძლია თვითონ აირჩიოს მთავრობა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ანატოლი ჰოლოვინმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უწყებებმა დაუყოვნებლივ უნდა აღადგინონ პრეზიდენტის ძალაუფლება, როგორც ის იყო 2004 წლის ცვლილებებამდე. საკონსტიტუციო ცვლილებები გატარდა 2004 წლის „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ, რასაც მოჰყვა ხელისუფლებაში პროდასავლური პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს მოსვლა. იანუკოვიჩს, რომელიც წელს აირჩიეს პრეზიდენტად, მისი ოპონენტები ადანაშაულებენ, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს.
XS
SM
MD
LG