Accessibility links

ლუკაშენკო: ბელორუსია მზად იყო, ეღიარებინა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა


ბელორუსია მზად იყო, ეღიარებინა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ რუსეთმა არ მოისურვა, მინსკისთვის აენაზღაურებინა ზარალი, რომელიც ამ ნაბიჯს მოჰყვებოდა - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში, რუსეთის ჟურნალისტთა კორპუსთან შეხვედრაზე. ლუკაშენკოს თქმით, ეს საკითხი მან რუსეთის პრეზიდენტთან დმიტრი მედვედევთან შეხვედრისას განიხილა, მაგრამ ამჟამად ბელორუსიისთვის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას. ამასთანავე, ბელორუსიის ლიდერმა გამოთქვა მზადყოფნა, იკისროს შუამავლის როლი რუსეთსა და საქართველოს შესაძლო მოლაპარაკებებში, თუ ისინი ამას მოისურვებენ.
XS
SM
MD
LG