Accessibility links

თეირანში სირიისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება


შაბათს თეირანში უნდა გაიმართოს სირიისა და ირანის პრეზიდენტების, ბაშარ ასადისა და მაჰმუდ აჰმადინეჟადის შეხვედრა. ამის შესახებ ცნობილი გახდა მას მერე, რაც ერაყის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იად ალაუიმ სირიას მოუწოდა, ზეგავლენა იქონიოს ირანზე, რათა ეს უკანასკნელი არ ჩაერიოს ერაყის საშინაო საქმეებში. სირიისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა წინ უსწრებს აჰმადინეჟადის ვიზიტს ლიბანში, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. ლიბანში მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფება ჰესბოლა, რომელსაც ირანი უჭერს მხარს, კვლავაც უარყოფს ბრალდებებს, რომ კავშირი ჰქონდა ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რაფიკ ჰარირის მკვლელობასთან 2005 წელს.
XS
SM
MD
LG