Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ყოფილმა პრეზიდენტმა ახალი პარტია დააარსა


პაკისტანის ყოფილმა სამხედრო მმართველმა, ფერვეზ მუშარაფმა ახალი პოლიტიკური პარტია შექმნა. მუშარაფის ხელმძღვანელობით "სრულიად პაკისტანის მუსულმანთა ლიგა" დაარსდა ლონდონში, სადაც მუშარაფი საკუთარი ნებით არის ემიგრირებული. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მას პაკისტანში დაბრუნება სურს მომდევნო, 2013 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. მიმდინარე კვირაში მუშარაფმა გამოთქვა ვარაუდი, რომ პაკისტანის ამჟამინდელი სამოქალაქო მთავრობა შესაძლოა, სამხედრო გადატრიალებამ დაამხოს. გადამდგარმა გენერალმა განაცხადა ასევე, რომ პაკისტანის შეიარაღებულ ძალებს უნდა მიეცეს საშუალება, კონსტიტუციით განსაზღვრული როლი შეასრულოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მუშარაფი 1999 მოექცა ხელისუფლების სათავეში, სამხედრო გადატრიალების შედეგად და 2008 წელს გადადგა იმპიჩმენტის საფრთხისა და მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე.
XS
SM
MD
LG