Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სარაკეტო თავდასხმის შედეგად პაკისტანში 12 სავარაუდო მეამბოხე დაიხოცა


ავღანეთის საზღვრის პირას, პაკისტანში, ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში, აშშ-ის ორმა სარაკეტო თავდასხმამ, სავარაუდოდ, 12 მეამბოხე დახოცა. პაკისტანის დაზვერვის სამსახურის თანახმად, ორი იერიში, ერთსაათიანი ინტერვალით, განხორციელდა სოფელ დათა ხელზე, სადაც იმყოფებიან თალიბანისა და ალ ყაიდის ის მებრძოლები, რომლებიც ავღანეთში თავს ესხმოდნენ ნატოსა და აშშ-ის ჯარს.
XS
SM
MD
LG