Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გზა, რომლითაც ავღანეთში საერთაშორისო ჯარების მომარაგება ხდება, კვლავ დაკეტილია


აკისტანსა და ავღანეთს შორის სასაზღვრო პუნქტი, რომელზეც გადის გზა, რომლითაც ავღანეთში განლაგებული ნატოსა და შეერთებული შტატების ჯარების მომარაგება ხდება, მიუხედავად ოფიციალური პირების დაპირებისა, რომ გაიხსნება, კვლავ დაკეტილია. ხიბერის უღელტეხილზე განთავსებულ სასაზღვრო პუნქტზე, ოფიციალურმა პირმა „ფრანცპრესს“ უთხრა, „რომ ვითარება იგივეა, ნატოს მომარაგებისთვის საზღვარი დაკეტილია“. აშშ-ში პაკისტანის ელჩმა, პირველ ოქტომბერს განაცხადა, რომ პაკისტანი აპირებს საზღვრის გახსნას. საზღვარი დაიკეტა ხუთშაბათს მას მერე, რაც ნატომ საზღვრის, პაკისტანის მხარეს განახორციელა იერიში და სამი პაკისტანელი სამხედრო დახოცა.
XS
SM
MD
LG