Accessibility links

logo-print

აშშ-ი მოხარულია, რომ ერაყში მთავრობის შექმნის მხრივ წინსვლა შეინიშნება


აშშ-მა განაცხადა, რომ მოხარულია იმის გამო, რომ ერაყის პოლიტიკურმა ლიდერებმა გადადგეს ნაბიჯები სამთავრობო კოალიციის შექმნის საქმეში, საყოველთაო არჩევნებიდან მეშვიდე თვეს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ფილიპ კროულიმ განაცხადა, რომ აშშ-ს არ ჰყავს ფავორიტი, რომელიც სურს იხილოს ბაღდადში მთავრობის სათავეში. ეს კომენტარი მოჰყვა შიიტთა საპარლამენტო ბლოკის, „ეროვნული ალიანსის“ განცხადებას, რომ მხარს უჭერს ახლანდელ პრემიერს, ნური ალ მალიქის, დარჩეს პოსტზე. მხარდაჭერის გამოცხადება მოჰყვა გავლენიანი, ანტიამერიკული განწყობილების სასულიერო პირის, მოყტადა ალ სადრის პოზიციის შეცვლას და გადაწყვიტილებას, მიემხროს ალ მალიქის, რომლის პრემიერის თანამდებობაზე დარჩენას, ის ეწინააღმდეგებოდა. თუმცა, მალიქის კვლავ არ აქვს აბსოლუტური უმრავლესობა წარმომადგენელთა 325 კაციან საბჭოში, რის გამოც მომავალი მოლაპარაკებაა საჭირო. მარტის არჩევნებში მცირე უპირატესობით გაიმარჯვა ბლოკმა ყოფილი პრემირის ალაუის თავმჯდომარებით, რომელსაც სუნიტები უჭერენ მხარს.
XS
SM
MD
LG