Accessibility links

logo-print

აშშ-თან მოლაპარაკების შემდეგ რუსეთი შეიძლება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაერთიანდეს


რუსეთი, ჩანს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მიუახლოვდა მას მერე, რაც ზოგიერთი საკვანძო საკითხი მოაგვარა აშშ-თან. თეთრი სახლის განაცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა გადადგა „მნიშვნელოვანი ნაბიჯები“ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ. პარასკევს რუსეთმა გამოაცხადა, რომ მოსკოვმა და ვაშინგტონმა დაასრულეს მოლაპარაკება ორგანიზაციაში პოტენციური გაერთიანების შესახებ. ცნობით, რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტებმა, მედვედევმა და ობამამ ამ საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს. რუსეთი ერთადერთი მსოფლიო რანგის ეკონომიკური სახელმწიფოა, რომელიც ჯერ არ შესულა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, რომელიც არეგულირებს მსოფლიოში ვაჭრობას. რუსეთი, ამავე ცნობით, გაისად უნდა შეუერთდეს ორგანიზაციას.
XS
SM
MD
LG