Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის პრეზიდენტი ირანში ჩავიდა


სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ ასადი დღეს თეირანში ჩავიდა, თავის კოლეგა მაჰმუდ აჰმადინეჟადთან მოსალაპარაკებლად. ირანის ტელევიზიის თანახმად, მათი მოლაპარაკებს თემა რეგიონული განვითარება იქნება. ასადმა თეირანში განაცხადა, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის პირდაპირი მოლაპარაკების ამოცანა მხოლოდ ისაა, გაძლიერდეს პრეზიდენტ ბარაკ ობამასადმი მხარდაჭერა აშშ-ს შიგნით. ასადის ვიზიტი თეირანში მოჰყვა ერაყის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, აიად ალაუის მოწოდებას სირიისადმი, გამოიყენოს დიპლომატიური კავშირები ირანთან, რათა აღარ მოხდეს თეირანის ჩარევა ერაყის საქმეებში. ეს ვიზიტივე წინ უსწრებს აჰმადინეჟადის სტუმრობას ლიბანში, სადაც ირანის მოკავშირე „ჰიზბალაჰს“ ცხარე სიტყვიერი ბრძოლა აქვს პრემიერ-მინისტრ საად ჰარირისთან იმის თაობაზე, რომ გაეროს მხარდაჭერით მოქმედი სასამართლო იკვლევს მამამისზე, რაფიკ ჰარირიზე 2005 წლის თავდასხმას. თავიდან თავდასხმაში სირიას ადანაშაულებდნენ, ახლა გამოძიება ვარაუდობს, რომ მასში „ჰიზბალაჰის“ წევრები იყვნენ გარეული.
XS
SM
MD
LG