Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატები გამოსცემს გაფრთხილებას ევროპაში ტერაქტების თაობაზე


ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აპირებს გამოსცეს გაფრთხილება ამერიკის მოქლაქეთათვის, ევროპაში ტერორისტული აქტების გაზრდილი საფრთხის თაობაზე. როგორც იუწყებიან, საუბარი არ ეხება რჩევას, რათა ამერიკის მოქლაქეებმა თავი შეიკავონ ევროპაში გამგზავრებისაგან, არამედ გაფრთხილებას, რომ შეინარჩუნონ სიფხილზე. შეერთებული შტატების მთავრობამ გამართა კონსულტაციები ევროპის ქვეყნების მთავრობებთან ამ გაფრთხილებასა და ევროპაში ტერაქტების საფრთხის არსებობაზე. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარატემნტის წარმოამდგენელმა ფილიპ კროულიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია კვლავაც დიდი ყურადღებას უთობს ალ ყაიდის მხრიდან არსებული საფრთხეებისაგან ამერიკის მოქალაქეების დაცვას.
XS
SM
MD
LG