Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიაში პრეზიდენტსა და პარლამენტს ირჩევენ


ბოსნია-ჰერცოგოვინაში არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის სამი თემის - ბოსნიელ მუსლიმთა, სერბებისა და ხორვატიის - წარმომადგენლები განსაზღვრავენ, თუ ვინ იქნება მათი წარმომადგენელი პრეზიდიუმში, ქვეყნის მმართველ ორგანოში, რომელიც სამი კაცისაგან შედგება. პარალელურად გაიმართება ბოსნიისა და ასევე ორი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის, რესპუბლიკა სერბსკასა და მუსლიმანურ-ხორვატიული ფედერაციის საკანონმდებლო ორგანოების არჩევნები. რესპუბლიაკ სერბსკაში ტარდება ასევე პრეზიდენტის არჩევნები. ეს არის რიგით მეექვსე რაჩევნები, რაც ბოსნიაში ომის დასრულების შემდეგ, 1995 წლიდან ტარდება. დამკვირვებელთა თქმით, არჩევნებზე დიდწილად არის დამოკიდებული ევროკაშირის ქვეყნებთან ურთიერთობა, რასაც, შესაძლეოა, საფრთხე დაემუქროთ ნაციონალისტი პოლიტიკოსების გამარჯვების შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG