Accessibility links

logo-print

ავღანეთში დაღუპული 4 ქართველი ჯარისკაცი სამშობლოში ჩაასვენეს


ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს 30 სექტემბერს დაღუპული ოთხი ქართველი სამხედროს ცხედრები, 2 ოქტომებრს გვიან ღამით ჩამოასვენეს თბილისში. ქართველი ჯარისკაცები, პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე საბრძოლო დავალების შესრულების დროს, ნაღმზე აფეთების შედეგად დაიღუპნენ. სხვა დეტალები ცნობილი არ არის. მათი ცხედრები დღეს მათ საცხოვრებს სახლებში გადაასვენეს. თბილისის აეროპორტში ცხედრების ჩამოსვენების ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი დევი ჭანკოტაძე, თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და ნათესავები დაესწრნენ.
XS
SM
MD
LG