Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო ჟურნალისტები ქართველი ჯარისკაცების დაღუპვაზე დეტალურ ინფორმაციას ითხოვენ


თავდაცვის უწყებისგან ინფორმაციის გაუვრცელებლობა და ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებული დუმილი სხვადასხვა სახის მითქმა-მოთქმას და პოლიტიკურ სპეკულაციებს ასაზრდოებს, - ნთქვამია ავღანეთში ოთხი ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის ფაქტზე საქართველოს სახმედრო ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "დამახინჯებული ცნობები აკნინებს ქართველი სამხედროების თავგანწირულ საქმიანობას, მთლიანად ქართული მისიისა და ამოცანების მნიშვნელობას, რომელსაც შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ავღანეთში ახორციელებენ", -აღნიშნულია ასოციაციის მიერ გავრცელებულ მიმართვაში. სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, რათა დაღუპული ოჯახების ჭირისუფალს და მთლიანად საქართველოს მოსახლეობას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ავღანეთში მყოფი ქართული ქვედანაყოფის საბრძოლო გზაზე, ჯარისკაცების დაღუპვის მიზეზებზე, დაჭერილი ჯარისკაცების რაოდენობაზე და ჟურნალისტებისათვის უზრუნველჰყოს მათთან კომუნიკაციის შესაძლებლობა.
XS
SM
MD
LG