Accessibility links

logo-print

ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის ორი ჯარისკაცი მოკლეს


ავღანეთში ნატოს ძალების კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. მათი წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ერთ-ერთი სამხედრო ქვეყნის ჩრდილოეთში, მემბოხეებთან შეტაკების დროს დაიღუპა. მეორე ჯარისკაცი, ავღანეთის სამხრეთის ერთ-ერთ რაიონში ფუგასურ ნაღმზე აფეთქების დროს მიღებული ჭრილობების შემდეგ გარდაიცვალა. სულ მიმდინარე წლის განმავლობაში ავღანეთში საერთაშორისო ძალების 553 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
XS
SM
MD
LG