Accessibility links

logo-print

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ავღანეთში იმყოფება


ჯულია გილარდი, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, სამუშაო ვიზიტით ავღანეთში იმყოფება. ვიზიტის თაობაზე წინასწარი ინფორმაცია არ გავრცელებულა. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ქაბულში ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისა და ნატოსა და ამერიკის სამხედრო ძალების მთავარსარდალ დევიდ პეტრეუსს შეხვდა. პემიერ-მინისტრი გილარდი ავღანეთში ვიზიტის დროს ესტუმრა ავსტრალიურ ქვედანაყოფს, რომელიც ურუზგანის პროვინციაში ასრულებს საბრძოლო დავალებას. გილარდის თქმით ავსტრალია განაგრძობს ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიის მხარდაჭერას, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს. ავღანეთის უსაფრღხოების მხარდამჭერ ოპერაციაში ავსტრალიას 1450 ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი.
XS
SM
MD
LG