Accessibility links

მედვედევი ლუკაშენკას მოუწოდებს მოერიდოს ”ანტირუსულ რიტორიკას”


რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ვიდეო ბლოგის ინტერნეტში განთავსებამდე რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ მასში გაკეთებულ რამდენიმე განცხადებას, რომელიც ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას შეეხება. მედვედევი ამბობს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა გაითვალისწინებს ლუკაშენკას გამონათქვამებს, კერძოდ კი მის ”წინასაარჩევნო კამპანიის მეთოდებს, რომლებიც ანტირუსულ რიტორიკას ემყარება”. მედვედევი ასევე ამბობს, რომ ”ბელორუსიის ხელმძღვანელობა ყოველთვის გამოირჩეოდა მცდელობით, საზოგადოებაში დაეხატა გარეშე მტრის ხატი. ადრე ეს როლი ამერიკას, ევროპას და ზოგადად დასავლეთს ეჭირა. ახლა რუსეთი გამოცხადდა ერთ-ერთ მთავარ მტრად”. მედვედევი ურჩევს ლუკაშენკას თავისი ქვეყნის პრობლემებს მიხედოს. მედვედევის ვიდეო ბლოგი კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება.
XS
SM
MD
LG