Accessibility links

logo-print

თურქმენეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნას ხელს არაფერი უშლის


თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა გაიმეორა მის მიერ ადრე გაკეთებული განცხადება, რომ მის ქვეყანაში ახალი პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბებისათვის ბარიერები არ არსებობს. ამის შესახებ სახელმწიფო გაზეთი ”ნეიტრალნი თურქმენისტან” წერს. ბერდიმუხამედოვმა პირველად ამის შესაძლებლობა წლის დასაწყისში ახსენა, რაც ბევრმა ანალიტიკოსმა ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების წინაპირობად მიიჩნია. მიუხედავად ამისა, თურქმენეთის დემოკრატიულ პარტიას ალტერნატივა არ გააჩნია.
XS
SM
MD
LG