Accessibility links

logo-print

აფხაზური მედია ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდების თარიღებს ასახელებს


აფხაზური მედიის ცნობით ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პიერ მორელიმ სოხუმში ვიზიტისას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო სამი რაუნდი დაასახელა. ისინი 13 ოქტომბერს, 16 დეკემბერს და მომავალი წლის მარტში ჩატარდება. ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა, პიერ მორელიმ და გაეროს წარმომადგენელმა, ანტი ტურუნენმა ჟენევის დისკუსიების განრიგი და დღის წესრიგი სოხუმის რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ ღვინჯიასთან და დე ფაქტო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან განიხილეს.
XS
SM
MD
LG