Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიის ხელმძღვანელობაში ზომიერები იმარჯვებენ


ბოსნია-ჰერცოგოვინაში ამთავრებენ კვირას გამართული არჩევნების შედეგების დათვლას. წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის უამღლეს ორგანოში, პრეზიდიუმში, ორი ზომიერი პოლიტიკოსი და ერთი ნაციონალისტი მოხვდება. პრეზიდიუმში მუსლიმანების წარმომადგენელი გახდება ბაკირ იზეტბეგოვიჩი, ბოსნიელ მუსლიმთა ყოფილი ლიდერის ალია იზეტბეგოვიჩის შვილი. ხორვატებს შორის ლიდერობს ჟელკო კოშმიჩი. ბოსნიელი სერბების ფავორიტია პრეზიდიუმის მოქმედი წევრი ნებოიშ რადმანოვიჩი, რომელიც მხარს უჭერს ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის გამოყოფას მუსლიმანურ-ხორვატიული ფედერაციისაგან.
XS
SM
MD
LG