Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის ყოფილი მერი საკუთარ პოლიტიკურ მოძრაობას შექმნის


თანამდებობიდან გადაყენებული მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საკუთარი პოლიტიკური მოძრაობის შექმნას გეგმავს. პირველ ინტერვიუში, რომელიც იური ლუჟკოვმა გადაყენების შემდეგ მისცა ოპოზიციურ ყოველკვირეულ გამოცემა „მოსკოვ ტაიმსს“, მოსკოვის ყოფილმა მერმა განაცხადა, რომ არ აპირებს სასამართლოში გაასაჩივროს თანამდებობიდან მისი გადაყენების კანონირება. პრეზიდენტმა დმიტრი მედვდევმა 28 სექტემბერს მოაწერა ხელი განკარგულებას იური ლუჟკოვის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რისი მიზეზიც მოსკოვში შექმნილი პრობლემები და „ნდობის დაკარგვა“ გახდა. თუმცა, ინტერვიუში ლუჟკოვი ამბობს, რომ მის გადადგომა უკავშირდება მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და არა მოსკოვის პრობლემებს. მოსკოვის ყოფილი მერი არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. თუმცა, ლუჟკოვმა დასძინა, რომ არ აპირებს რუსეთიდან წასვლას.
XS
SM
MD
LG