Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანელმა თალიბებმა ნატოს ავტოკოლონა ააფეთქეს


ავღანეთში მოქმედი ნატოს ძალებისათვის განკუთვნილ სატვირთო ავტომანქანებზე განხორციელებული თავდასხის პასუხისმგებლობა პაკისტანელმა თალიბებმა იკისრეს. თავდასხმა დღეს დილით ისლამაბადის მიდამოებში მოხდა. დაზუსტებული ინფორმაციით დაიღუპა ექვსი და დაიჭრა 9 კაცი. მეამბოხეებმა დაახლოებით ოცი სატვირთო მანქანა და ბენზიმზიდი დაწვეს. ეს უკვე მეორე მსგავსი თავდასხმაა ნატოს ავტოკოლონაზე. თალიბანი იმუქრება, რომ ასეთ იერიშებს შემდგომშიც განახორციელებს. პაკისტანის გავლით საერთაშორისო ძალების მომარაგება ამ დროისათვის შეჩერებულია. ამის მიზეზი გახდა ნატოს შვეულმფერენების მიერ განხორციელებული ავაიდარტყმები, რის შედეგადაც გასულ კვირაში სამი პაკისტანელი სამხედრო მოსამსხურე დაიღუპა. პაკისტანი აცხადებს, რომ ნატოს მომარაგება განახლდება მას შემდეგ, რაც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში უსაფრთხოების ვითარება გაუმჯობესდება.
XS
SM
MD
LG