Accessibility links

logo-print

მეკობრეები გატაცებული მეზღვაურების სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვენ


სომალელი მეკობერეები გატაცებული ქართველი მეზღავურების სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვენ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე. 15 ქართველი მეზღავური სომალელმა მეკობრეებმა 8 აგვისტოს ადენის ყურიდან გაიტაცეს. ნინო კალანდაძის თქმით, მეკობრეებისაგან მოთხოვნილი თანხა „არარეალურად დიდია“, რომელსაც გემთმფლობელი ვერ შეძლებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აზუსტებს, თუ რა მოცულობის თანახას ითხოვენ მეკობრეები გატაცებული ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების სანაცვლოდ. თუმცა, ნინო კალანდაძის თქმით, საქართველოს მხარე მზად არის „საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში“ ჩაერიოს მეზღვაურთა გათავისუფლების საქმეზე მიმდინარე მოლაპარაკებებში.
XS
SM
MD
LG