Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიცინის დარგში ნობელის პრემია ბრიტანელ მეცნიერს მიენიჭა


ბრიტანელმა მეცნიერმა რობერტ ედვარდსმა 2010 წლის ნობელის პრემია მიიღო მედიცინის დარგში შეტანილი წვლილისათვის. გადაწყვეტილება დღეს შვეციის ნობელის კომეტეტმა გამოაცხადა. 85 წლის ფიზიოლოგს პრემია მიენიჭა ხელოვნური განაყოფიერების სფეროში ჩატარებული მრავალწიანი ექსპერიმენტებისათვის. ამ მეთოდის გამოყენებით მსოფლიოში 4 მილიონი ბავშვი გაჩნდა. ნობელის პრემიის მოცულობა წელს 1.5 მილიონი დოლარია. ლაურეატები მიიღებენ ასევე ოქროს მედალს და სპეციალურ სიგელს. ნობელის პრემია 1901 წელს დაარსდა.
XS
SM
MD
LG