Accessibility links

logo-print

ნატო პაკისტანს მოუწოდებს, მალე გახსნას ალიანსის ჯარების მოსამარაგებელი მარშრუტი


ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს იმედი გამოთქვა, რომ პაკისტანი შეძლებისდაგვარად მალე ისევ გახსნის მნიშვნელოვან სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს, რომელსაც ნატო იყენებს ავღანეთში თავისი კონტინგენტის მოსამარაგებლად. პაკისტანმა ნატოს ჯარების მომარაგების ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი გადაკეტა მას შემდეგ, რაც ნატოს ვერტმფრენის იერიშმა გასულ კვირაში სამი პაკისტანელი ჯარისკაცი შეიწირა საზღვრის მიმდებარე კურამის რეგიონში. რასმუსენმა, რომელიც პაკისტანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვდა, სინანული გამოთქვა ინციდენტის დროს პაკისტანელი ჯარისკაცების დაღუპვის გამო. იუწყებიან აგრეთვე, რომ დღეს თავდასხმა განხორციელდა ნატოს ძალებისთვის განკუთვნილ სატვირთო ავტომანქანებზე, რომლებიც სხვა მარშრუტს იყენებდნენ. თავდამსხმელებმა დაწვეს, სულ ცოტა, 20 სატვირთო ავტომანქანა და დახოცეს, სულ ცოტა, სამი ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანში მოქმედმა თალიბებმა იკისრეს. ისინი თავდასხმების გაგრძელებით დაიმუქრნენ.
XS
SM
MD
LG