Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლანდიაში სასამართლოს წინაშე წარდგა ანტიმუსულმანური განცხადებების გამო ბრალდებული პოლიტიკოსი


ჰოლანდიაში დღეს სასამართლოს წინაშე წარდგა პოლიტიკოსი გეერტ ვილდერსი, რომელსაც ბრალად ედება მუსულმანების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივება. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, 47 წლის ვილდერსს ემუქრება 16 თვემდე თავისუფლების აღკვეთა, ან 14 ათასამდე დოლარის ჯარიმა. ვილდერსს ყურანი ჰიტლერის „Mein Kampf”-თან აქვს შედარებული. ის გადაჭრით ემხრობა ნიდერლანდში მუსულმანთა იმიგრაციის შეზღუდვასა და მაჰმადიანი ქალების მიერ ტრადიციული საბურველით შემოსვის აკრძალვას. დღეს პოლიტიკოსმა სასამართლოს განუცხადა, რომ მასთან ერთად ასამართლებენ „მრავალი ნიდერლანდელის გამოხატვის თავისუფლებას“. მანვე სამი მოსამართლე მიკერძოებულობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც სასამართლო პროცესი შეწყდა. სასამართლოს გადაწყვეტილება ხვალ, ნაშუადღევს არის მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG