Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კონკურენტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი


ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სულ 38 სოფელი და რამდენიმე უბანია. როგორც მოქალაქეები ამბობენ, სოფლებსა და ქალაქში გადაადგილება დღეისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ტრანსპორტის მრავალი სახეობა მოძრაობს თითქმის ყველა მიმართულებით. ბევრგან ნახავთ კერძო სამარშრუტო ტაქსებს, ტაქსებს და ავტობუსებს. მგზავრები ამბობენ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა უფრო ხელმისაწვდომია, რადგან ე.წ. ყვითელი ავტობუსებით გადაადგილება ყველა მიმართულებით, ქალაქის შიდა რეისების გარდა, ლარიდან ლარნახევრამდე მერყეობს.

მუნიციპალური ტრანსპორტისგან განსხვავებით, გაცილებით კომფორტულად მგზავრობა, რაც ტაქსით გადაადგილებას გულისხმობს, საკმაოდ ძვირია. ასე ქალაქის მოსახლეობა ფიქრობს, თუმცა მძღოლები კლიენტების სიმცირეს სხვაგვარად ხსნიან.
მიუხედავად იმისა, რომ სოფელსა თუ ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება უკვე პრობლემა აღარ არის მისი მრავალფეროვნებისა და სიმრავლის გამო, გამონაკლისს მაინც ვხვდებით რამდენიმე სოფელში. აქ პირდაპირი რეისების არარსებობის გამო მგზავრებს დღემდე უხდებათ დანიშნულების ადგილამდე ორი სატრანსპორტო საშუალების გამოცვლა.
XS
SM
MD
LG