Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა არ გეგმავს ავღანეთის ომში სტრატეგიის მნიშვნელოვან ცვლილებას


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ არ გეგმავს ავღანეთის ომში სტრატეგიის მნიშვნელოვნად შეცვლას. ობამამ წერილობით მიმართა კონგრესის ლიდერებს. ინფორმაციას თეთრი სახლი აქვეყნებს. ის ავღანეთში დამატებით 30000 სამხედროს გაგზავნას ითხოვს, თუმცა აღნიშნავს, რომ ჯარის გამოყვანა 2011 წლის ივლისში დაიწყება. ერთადერთ მნიშვნელოვან ცვლილებად ობამა ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს ჯარების სარდლად გენერალ დევიდ პეტრეუსის დანიშვნას ასახელებს.
XS
SM
MD
LG