Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადის გამოძიება ქუმარიტაშვილის დაღუპვას მოციგავის ”გამოცდილების ნაკლებობას” აბრალებს


კანადის გამოძიების ანგარიშის თანახმად, ”გამოცდილების ნაკლებობამ” ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვაში. კანადის პროვინციის - ბრიტანეთის კოლუმბიის საგამოძიებო სამსახურის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ტრაგიკული შემთხვევიდან 235 დღის შემდეგ გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ქუმარიტაშვილის გარდაცვალება უბედური შემთხვევის შედეგი იყო. ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ ფატალური შემთხვევის შემდგომი გამოძიება საჭირო არ არის, თუმცა, რეკომენდაციის სახით მიუთითებენ საციგაო ტრასის ”სრულყოფილი უსაფრთხოების აუდიტის” საჭიროებაზე.
XS
SM
MD
LG