Accessibility links

ტაილანდის სასამართლომ დამატებითი ბრალდებები მოუხსნა იარაღით ვაჭრობაში ეჭვმიტანილ რუს მოქალაქეს


ტაილანდში სასამართლომ ფულის გათეთრებისა და თაღლითობის ბრალდებები მოუხსნა რუს ბიზნესმენ ვიქტორ ბუტს. ამით ბოლო დაბრკოლებაც მოეხსნა ბუტის ექსტრადიციას შეერთებულ შტატებში, სადაც მას ტერორიზმთან კავშირში ადანაშაულებენ. ტაილანდის სასამართლომ 20 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება ვიქტორ ბუტის ექსტრადიციის შესახებ, მაგრამ პროცედურა შეაჩერეს მისთვის ახალი ბრალდებების წაყენების და ამით გამოწვეული დამატებითი გამოძიების გამო. შეერთებული შტატების ხელისუფლება ბუტს ბრალად სდებს იარაღის მიწოდებას ექსტრემისტული დაჯგუფებების, დიქტატორიული რეჟიმების, აგრეთვე სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების მონაწილეებისთვის. შეერთებულ შტატებში დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ბუტს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვიქტორ ბუტი უდანაშაულოა, ხოლო მისი ექსტრადიცია - პოლიტიკურად მოტივირებული.
XS
SM
MD
LG