Accessibility links

logo-print

ისრაელიდან დეპორტირებულ იქნა ნობელის სამშვიდობო პრემიის ირლანდიელი ლაურეატი


ისრაელიდან დეპორტირებულ იქნა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ირლანდიელი მაირიდ კორიგან მაკგუაირი, რომელიც პალესტინელთა უფლებების დამცველ აქტივისტებს მიეკუთვნება. დღეს ის ბრიტანეთში გააგზავნეს მას შემდეგ, რაც ისრაელის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მაკგუაირის მოთხოვნა, გაეუქმებინა სასამართლოს გადაწყვეტილება მისი დეპორტაციის შესახებ. აქტივისტს ისრაელში შესვლა აეკრძალა მას შემდეგ, რაც მან წელს ივნისში მონაწილეობა მიიღო ღაზის ბლოკადის გარღვევის მცდელობაში. ის იმყოფებოდა გემზე, რომლითაც პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანას აპირებდნენ. მაკგუაირი გასულ კვირაში დააკავეს, თელ-ავივში ჩასვლის შემდეგ. მაირიდ კორიგან მაგუაირს და, მასთან ერთად, ბეტი უილიამსს, 1976 წელს მიენიჭა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ჩრდილოეთ ირლანდიაში დაპირისპირებული მხარეების შერიგების ძალისხმევში შეტანილი წვლილისთვის.
XS
SM
MD
LG