Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში ანტიტერორისტული რეიდების დროს, სულ ცოტა, 12 ადამიანი დააკავეს


საფრანგეთის პოლიციამ, სულ ცოტა, 12 ადამიანი დააკავა სამხრეთში ჩატარებული ანტიტერორისტული რეიდების დროს. ოფიციალური პირების განცხადებით, ქალაქ მარსელთან დააპატიმრეს ისლამისტურ ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი ცხრა პირი, იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების კონტრაბანდაში მონაწილეობაში ეჭვმიტანის საფუძველზე. ამას გარდა, კიდევ ორი მამაკაცი დააკავეს მარსელში და ერთი - ბორდოში, გასულ თვეში იტალიაში დაპატიმრებულ, ავღანეთისთვის მებრძოლების შეგროვებასთან კავშირში ეჭვმიტანილ ფრანგ მოქალაქესთან საქმიანი კონტაქტების გამო. ამ დაპატიმრებების ფონია დასავლეთის ქვეყნების დაზვერვის სამსახურთა გაფრთხილება, რომ არსებობს გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ევროპაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე თავდასხმებს.
XS
SM
MD
LG