Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ავღანეთში მოწყობილმა აფეთქებებმა რვა ადამიანი შეიწირა


სამხრეთ ავღანეთის ქალაქ ყანდაარში ორი აფეთქება მოხდა - ზედიზედ მეორე საღამოს. რეგიონის გუბერნატორის პრეს-მდივნის განცხადებით, სულ ცოტა, რვა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 22 კაცი დაჭრა დანაღმული ავტომანქანისა და, მოგვიანებით, უფრო მომცრო აფეთქებებმა. ამ წყაროს ცნობით, დაჭრილებს შორის ავღანელი პოლიციელები არიან. წინა დღეს ყანდაარში სამი აფეთქება მოეწყო, რის შედეგადაც ოთხი ავღანელი პოლიციელი დაიღუპა. კონტროლი ყანდაარზე, სადაც თალიბების მოძრაობა დაარსდა, ერთ-ერთ საკვანძო მნიშვნელობის ამოცანად ითვლება ავღანეთში კონფლიქტისთვის ბოლოს მოსაღებად.
XS
SM
MD
LG