Accessibility links

გარდაიცვალა ნორმან უიზდომი


95 წლის ასაკში გარადიცვალა ბრიტანელი კომედიის მსახიობი ნორმან უიზდომი, რომელიც ცნობილი იყო ასევე როგორც კომპოზიტორი, პროდიუსერი და სცენარისტი. ახლობელთა ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში მსახიობმა რამდენიმე ინსულტი გადაიტანა. მასხიობი, რომელსაც ჩარლი ჩაპლინმა „საყვარელი კლოუნი“ უწოდა, ორშაბათს კუნძულ მენზე გარდაიცვალა. ნორმან უიზდომს განსაკუთრბული აღიარება მოუტანა მის მიერ შექმნილმა კომიკურმა გმირმა - მისტერ პიტკინმა, რომელიც ათზე მეტ ფილმში გამოვიდა.
XS
SM
MD
LG