Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგამოძიებო სამსახურმა ეკონომიკურ დანაშაულზე რამდენიმე ათეული მეწარმე დააკავა


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავა. მათ შორის არიან ქალებიც. დაკავებულია 71 ინდმეწარმე. დაკავებულები, ძირითადად, სავაჭრო ცენტრების - "კიდობანისა" და "პასაჟის" მოვაჭრეები არიან. როგორც სავაჭრო ცენტრების თანამშრომლები აცხადებენ, დაკავება დღეს დილით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განახორციელეს. ფინანსთა სამინისტროს აგამოძიებო სამსახურმა ინფორმაციით დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს. დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს ყალბი მონაცემები შეჰქონდათ საბაჟო-სატვირთო დეკლარაციებში, რითაც სახელმწიფოს უმალავდნენ დიდი ოდენობით საბაჟო და საგადასახადო გადასახდელებს, ქმნიდნენ მცდარ წარმოდგენებს საქონლის წარმოშობასა და ღირებულებაზე.
XS
SM
MD
LG