Accessibility links

logo-print

თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა პაკისტანში ნატოს ავტოცისტერნების დაწვაზე


თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა პაკისტანში ნატოს ავტოცისტერნების დაწვაზე - მორიგ იერიშზე ნატოს ავტოკოლონის წინააღმდეგ, რომლითაც საწვავი უნდა ჩაეტანათ მეზობელ ავღანეთში განთავსებული მრავალეროვანი ჯარებისთვის. პოლიციის ცნობით, მოიერიშეებმა ცეცხლი წაუკიდეს ათამდე ცისტერნას სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ კუეტაში. იერიშის დროს ერთ-ერთი ავტოცისტერნის მძღოლი დაიღუპა. პაკისტანელი თალიბების წარმომადგენლის განცხადებით, იერიში ადგილობრივმა ექსტრემისტებმა მოაწყეს. ეს იყო ჯერ-ჯერობით ბოლო იერიში -იერიშების მთელი სერიიდან, რომლებიც მიმართულია ავღანეთისაკენ მიმავალი ავტოკოლონების წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც პაკისტანმა გასულ კვირაში გადაკეტა მთავარი სასაზღვრო გადასასვლელი. წინა იერიშებზე პასუხისმგებლობაც პაკისტანელმა თალიბებმა იკისრეს.
XS
SM
MD
LG