Accessibility links

logo-print

ბრიუსელში ევროკავშირისა და ჩინეთის სამიტი გაიმართა


ბრიუსელში დღეს ევროკავშირისა და ჩინეთის სამიტის დაწყებისას, ცერემონიაზე, რომელიც ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ვენ ძიაბაოსთან მისასალმებლად გაიმართა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ შეაქო ჩინეთთან ევროკავშირის ურთიერთობა. მხარეები სამიტზე შეთანხმდნენ, რომ გააფართოებენ თანამშრომლობას, პირველ რიგში ეკონომიკის სფეროში. მოლაპარაკების დროს გამოჩნდა უთანხმოება ჩინეთის სახელმწიფო ვალუტის იუანის გარშემო.
ევროპელი და ამერიკელი ლიდერების შეფასებით, ჩინეთი განზრახ არ წევს იუანის კურსს, ჩინეთიდან ექსპორტის სიიაფის ხელშესაწყობად, რაც ჩინეთის სავაჭრო პარტნიორებს არახელსაყრელ პირობებს უქმნის. ჩინეთის ლიდერმა ვენ ძიაბაომ მოუწოდა ევროპელ პარტნიორებს, ნუ შეეცდებიან ზეწოლას ჩინეთზე ამ საკითხში, რადგან იუანის კურსის მკვეთრ აწევას შეიძლება ეკონომიკური კრიზისის მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG