Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი ალჟირში იმყოფება, შიარაღებასა და ენერგეტიკაზე მოსალაპარაკებლად


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი დღეს ალჟირს ესტუმრა შეიარაღებისა და ენერგეტიკის საკითხებზე მოსალაპარაკებლად. ერთდღიანი ვიზიტი ითვალისწინებს მედვედევის შეხვედრას ალჟირელ კოლეგა აბდელაზიზ ბუტეფლიკასთან, ისევე როგორც ალჟირის პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის ლიდერებთან. ორ ქვეყანას ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან აკავშირებს მჭიდრო ურთიერთობა, როცა მოსკოვი იარაღით ალჟირის მთავარი მომმარაგებელი იყო.
XS
SM
MD
LG